დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „არქიტექსის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1697 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022020 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1697
2016 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
შპს „არქიტექსის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – მუცოს ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „არქიტექსი“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და მიეცეს უფლება, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ხონისჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 750 (შვიდას ორმოცდაათი) მ3 სასარგებლო წიაღისეული (ფიქალის ქვა) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| I უბანი | ||
| 1 | 517786 | 4713791 |
| 2 | 517787 | 4713805 |
| 3 | 517813 | 4713806 |
| 4 | 517810 | 4713791 |
| S =0,04 ჰა | ||
| II უბანი | ||
| 1 | 516114 | 4714750 |
| 2 | 516114 | 4714766 |
| 3 | 516137 | 4714761 |
| 4 | 516136 | 4714746 |
| S = 0,04 ჰა | ||
| WGS 1984. | ||
2. შპს „არქიტექსი“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დროს არ განახორციელოს ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები და დაიცვას „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მოთხოვნები;
გ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;
დ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
3. შპს „არქიტექსის“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
4. შპს „არქიტექსმა“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები