დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა მტკნარი წყალი) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის საწყისი ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1696 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022019 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1696
2016 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა მტკნარი წყალი) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის საწყისი ფასის დადგენის შესახებ
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ახალუბნის ტერიტორიაზე არსებულ ჭაბურღილზე სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა მტკნარი წყალი – ჩამოსასხმელი და სამეწარმეო დანიშნულებით) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს 73 000 (სამოცდაცამეტი ათასი) ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები