შპს „იმერეთი გრინერიზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „იმერეთი გრინერიზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1695
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022018
  • Word
1695
17/08/2016
ვებგვერდი, 08/09/2016
000000000.00.003.022018
შპს „იმერეთი გრინერიზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1695

2016 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „იმერეთი გრინერიზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის 13 პუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს, შპს „იმერეთი გრინერიზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №1002475 ლიცენზიაში შეიტანოს ცვლილება და მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის (თერმული წყალი) მოცულობად, ლიცენზიის მოქმედების დარჩენილ პერიოდში (2036 წლის 12 იანვრამდე), განსაზღვროს დღე-ღამეში 1 124,9 მ3.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი