„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები აჟარის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/09/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.102.016142
9
02/09/2016
ვებგვერდი, 08/09/2016
190020020.35.102.016142
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჟარის მუნიციპალიტეტი
 

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2016 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის  1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის  „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აჟარის (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №29 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 05/01/2016; 190020020.35.102.016132) მე-17 მუხლის 1.1.3. პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პროგრამის ფარგლებში, აგრეთვე, ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ პირველკლასელი ბავშვები (დახმარება გაეწევა თითოეულს არაუმეტეს 35 ლარის ღირებულების სასკოლო ჩანთით).“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი