სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო“-სთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე

  • Word
სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო“-სთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 553
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 02/09/2016
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
553
02/09/2016
ვებგვერდი, 05/09/2016
სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო“-სთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №553

2016 წლის 2 სექტემბერი                                                 

 ქ. თბილისი

სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოსთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის და 37-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოზე” საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2013 წლის 30 მაისის №320 განკარგულება და სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” გაუუქმდეს საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

2. დაიწყოს სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” ლიკვიდაციის პროცესი და მისი ლიკვიდაცია განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” ლიკვიდატორად სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებამდე დაინიშნოს როინ ცაციაშვილი (დაბადებული 16.07.1960, პირადი №01036002403, პირადობის მოწმობის ნომერი 15IA86466, გაცემული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, მცხოვრები ქ. თბილისი ხიმშიაშვილის ქუჩა №13). ლიკვიდატორი ვალდებულია სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლისა და „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №24/04 ბრძანების შესაბამისად.

4. ეთხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტს დახუროს სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” საკორესპონდენტო ანგარიშები (ლარში და უცხოურ ვალუტაში) და გახსნას შესაბამისი სალიკვიდაციო ანგარიშები; ამავდროულად დაუხუროს სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” საქართველოს ეროვნულ ბანკში მინიმალური სავალდებულო რეზერვის, საკასო და სადეპოზიტო ანგარიშები; სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” აღნიშნულ ანგარიშებზე რიცხული თანხები და მათ შორის სავალდებულო რეზერვის ანგარიშებზე დარიცხული პროცენტი ჩარიცხოს სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” შესაბამის სალიკვიდაციო ანგარიშებზე.

5.  გაუქმდეს სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” მონაწილეობა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემაში (RTGS სისტემა) და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში (CSD სისტემა).

6. სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველო“ ვალდებულია ლიცენზიის გაუქმებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუბრუნოს სალიცენზიო მოწმობა.

7. ამ განკარგულების გამოცემიდან 10 დღის ვადაში ლიცენზიის გაუქმების შესახებ ეცნობოს სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” მარეგისტრირებელ ორგანოს.

 8. აღნიშნული განკარგულება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

9. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოში" დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 18 აგვისტოს №855-1კ განკარგულება.

10. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,  მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

11. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

ვიცე-პრეზიდენტი                                                          ოთარ ნადარაია