„დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/09/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016272
26
02/09/2016
ვებგვერდი, 05/09/2016
010250050.35.152.016272
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2016 წლის 2 სექტემბერი

ქ.დუშეთი

 

   „დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 მარტის №6  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებდუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 მარტის №6 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 16/03/2016, 010250050.35.152.016252) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 მარტის №6 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესისა და გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

2.  დადგენილების მუხლი 1-ლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს დუშეთის „მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად.“ .

3. დადგენილების მუხლი მე-2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

დამტკიცდეს დუშეთის  „მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა“, დანართი №2-ის შესაბამისად.“.

4. დადგენილების მუხლი მე-3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3.

დუშეთის  მუნიციპალიტეტის  გამგებელმა: 

1. უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებების გეგმის შემუშავება, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

2.   მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნებისთვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული  საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად  და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესი.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მუხლი 1-ლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.   დუშეთის „მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესი” (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომ – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესს, ფორმას, ადგილს და  გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.

2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით.

3. ამ წესით განსაზღვრული პროაქტიულად  და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს შესაბამის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების ვალდებულებისგან.“

7.  დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მუხლი მე-2  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების ფორმა და წესი

1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია  ქვეყნდება როგორც პროაქტიულად, ასევე ბეჭდური ფორმით ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.

2. „მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესისა და გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 მარტის დადგენილებით დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის   ნუსხით (შემდგომ – ნუსხა) განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია  პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნებული  საჯარო  ინფორმაციის  მიღებაზე  საფასურის  ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეთხვევებისა.

3. საჯარო ინფორმაციის  პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნება  მუნიციპალიტეტის  საჯარო დაწესებულებებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.

4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის  გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი.“.

8.  დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის   მუხლი მე-3  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების ადგილი

 1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები უზრუნველყოფენ  ნუსხით  განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნებას ამ მუხლის მე-2 მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით:

ა)  ელექტრონული ფორმით – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების ელექტრონულ რესურსზე;

ბ) ბეჭდური ფორმით – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში განთავსებულ საჯარო განცხადებების დაფაზე.

2.  ელექტრონული  ფორმით  ინფორმაცია  ქვეყნდება  მუნიციპალიტეტის ვებგვერდებზე ან/და საჯარო დაწესებულებების მართვაში არსებული სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით  ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ ერთეულებში ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება საჯარო განცხადებების დაფების გამოყენებით, რომელიც უნდა განთავსდეს დასახლებების უბნების მიხედვით, უბანში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე არანაკლებ ერთი საინფორმაციო განცხადების დაფის ოდენობით.

4. მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადების დაფაზე ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი.

5.  იმ შემთხვევაში, თუ  ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების და იურიდიული პირების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას ან/და მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადებების დაფებზე, აუცილებელია აღნიშნულ ადგილებში მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება.“.

9. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის  სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი ზურაბაშვილი