დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში საკონსულო მოსაკრებლების ჩარიცხვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 მარტის №112 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 323 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/06/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 67, 03/07/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210.070.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №323
2003 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში საკონსულო მოსაკრებლების ჩარიცხვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 მარტის №112 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით „საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში საკონსულო მოსაკრებლების ჩარიცხვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 მარტის №112 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საკონსულო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული მომსახურებით შემოსული საკონსულო მოსაკრებლის 67 პროცენტი ჩაირიცხოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არასაბიუჯეტო და სავალუტო ანგარიშებზე, დარჩენილი 33 პროცენტი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ანგარიშზე“.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები