„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 425
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.019490
425
01/09/2016
ვებგვერდი, 02/09/2016
280120000.10.003.019490
„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №425

2016 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში (სსმ, 10, 28/01/2010) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების:

1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თუ წინა თვეში ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (მ.შ. არდადეგების) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა  მცირდება გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით  11 ლარზე - შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრის შემთხვევაში, 18 ლარზე - მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა შემთხვევაში, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში, გადასარიცხი თანხის ოდენობა  მცირდება  წინა თვეში ნებისმიერი მიზეზით (გარდა არდადეგებისა) გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით ვაუჩერის დღიური ანაზღაურების ოდენობის ნახევარზე, თუ გაცდენილ დღეთა რაოდენობა ხუთი ან ხუთზე ნაკლებია, ხოლო, თუ წინა თვეში გაცდენილ დღეთა რაოდენობა ხუთზე მეტია, მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება წინა თვეში გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით ვაუჩერის დღიური ანაზღაურების ოდენობაზე;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააღმზრდელო დაწესებულებასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ სრულად. ამასთან, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის ფლობა არ უკავშირდება სახელმწიფო დაფინანსების ვალდებულებას.“;

ბ)  მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დანარჩენ შშმ პირებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ 75%-ით  – თვეში 172,5 ლარის ოდენობით, ხოლო გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან თვეში 57,5 ლარს. ამასთან, თუ წინა თვეში ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (მ.შ.  არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით 8,25 ლარზე. დაფინანსების აღნიშნული პირობა ვრცელდება 2016 წლის ივლისისა და შემდგომ პერიოდში მოქმედ ვაუჩერის ტალონებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი