ფოთის საზღვაო ნავსადგურში ხორბლის შესანახი და გადამტვირთავი სპეციალიზებული ტერმინალის მშენებლობის შესახებ

  • Word
ფოთის საზღვაო ნავსადგურში ხორბლის შესანახი და გადამტვირთავი სპეციალიზებული ტერმინალის მშენებლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 322
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 29/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 67, 03/07/2003
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.05.002.002
  • Word
322
29/06/2003
სსმ, 67, 03/07/2003
330.130.000.05.002.002
ფოთის საზღვაო ნავსადგურში ხორბლის შესანახი და გადამტვირთავი სპეციალიზებული ტერმინალის მშენებლობის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №322

2003 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

ფოთის საზღვაო ნავსადგურში ხორბლის შესანახი და გადამტვირთავი სპეციალიზებული ტერმინალის მშენებლობის შესახებ

ფოთის საზღვაო ნავსადგურსა და კომპანია INTERGRAIN LLC-ის შემოთავაზებული წინადადების შესაბამისად ფოთის საზღვაო ნავსადგურში ხორბლის შესანახი და გადამტვირთავი სპეციალიზებული ტერმინალის მშენებლობის უზრუნველყოფის მიზნით:

1. მიღებულ იქნეს ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და კომპანია INTERGRAIN LLC-ის წინადადება ფოთის საზღვაო ნავსადგურის მე-14 ნავმისადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორბლის შესანახი და გადამტვირთავი სპეციალიზებული ტერმინალის მშენებლობის შესახებ.

2. ხორბლის შესანახი და გადამტვირთავი სპეციალიზებული ტერმინალის ასაშენებლად ქ. ფოთის მერიამ (დ.ქანთარია) და ფოთის საზღვაო ნავსაგურმა კომპანია INTERGRAIN LLC-ს იჯარით გამოუყო საჭირო მიწის ნაკვეთი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ.ადეიშვილი), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე), ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ    (მ.ნიკოლაიშვილი),    შინაგან    საქმეთა   სამინისტრომ (კ.ნარჩემაშვილი), საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციამ (ა.ბეჟანიშვილი), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა.გამყრე­ლიძე) კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება აღმოუჩინონ ფოთის საზღვაო ნავსადგურსა და კომპანია INTERGRAIN LLC-ს ამ ობიექტის მშენებლობისათვის საჭირო საკითხების მოგვარებაში.

ე. შევარდნაძე