„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ცალკეული თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის #32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 29/08/2016
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016197
29
29/08/2016
ვებგვერდი, 02/09/2016
010340000.32.061.016197
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ცალკეული თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის #32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ცალკეული თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის #32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №29

2016 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  საქვეუწყებო დაწესებულება ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ცალკეული თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ცალკეული თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო  თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №32 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2013, სარ. კოდი: 010340000.32.061.016064) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსის თანამდებობისათვის დამატებითი საკვალოფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:

1.1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება  (სასურველია ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით გამოცდილებაც);

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS WORD, MS EXCEL, MS POWER POINT) ცოდნა.

1.2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;

ე) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის  ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ”;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის  ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;

თ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილება  „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“;

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

კ) აფხაზეთის  მთავრობის  2005 წლის 15 თებერვლის №10 დადგენილება - აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება „ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                              ვახტანგ ყოლბაია