ქალაქ ქუთაისის განვითარების სტრატეგია „ქუთაისი 2021“-ის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ქუთაისის განვითარების სტრატეგია „ქუთაისი 2021“-ის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 145
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 300020000.35.123.016355
145
31/08/2016
ვებგვერდი, 02/09/2016
300020000.35.123.016355
ქალაქ ქუთაისის განვითარების სტრატეგია „ქუთაისი 2021“-ის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №145

2016 წლის 31 აგვისტო

ქ. ქუთაისი

 

ქალაქ ქუთაისის განვითარების სტრატეგია „ქუთაისი 2021“-ის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის განვითარების სტრატეგია „ქუთაისი 2021“, დანართის შესაბამისად.

(დანართი დადგენილებას თან ერთვის)

მუხლი 2
დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტისა და ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებისას, ასევე, ქუთაისში განსახორციელებელი სხვადასხვა პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული სტრატეგიით განსაზღვრული მიზნები და პროგრამები.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი