დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის N 13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.151.016208 |
|
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 851 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
.„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 25 მარტის №13 დადგენილებაში შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
|
1.
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების ან/და პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“. |
2.
დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1 „დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების, ან/და საჯაროდ გამოცხადების ან/და პროაქტიულად გამოქვეყნების წესი,დანართი №1-ის შესაბამისად“. |
3.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების, ან/და საჯაროდ გამოცხადების ან/და პროაქტიულად გამოქვეყნების წესი.“ |
4.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველ მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაცია ქვეყნდება ასევე ბეჭდური ფორმით (ბეჭდვით ორგანოში), საინფორმაციო განცხადების დაფაზე ინფორმაციის განთავსებითა და საჯარო გამოცხადებით კანონმდებლობით დადგენილი წესით“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები