დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 207 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 30/08/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 31/08/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016891 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის: |
1.
მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში – სატვირთო მანიფესტის წარდგენით, ხოლო კონტეინერით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემოტანისას – აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო გამშვები პუნქტი, გაფორმების ეკონომიკური ზონა, საბაჟო ტერმინალი, ხოლო ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საბაჟო საწყობი) საქონლის ფაქტობრივი განთავსებით;“. |
2.
მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:
„31. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი კონტეინერით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადგილზე წარდგენისას საგადასახადო ორგანოს მიერ ხორციელდება საქონლის სავალდებულო დათვალიერება/ექსპერტიზა. საჭიროების შემთხვევაში, ასეთი საქონლის ექსპერტიზა შეიძლება განხორციელდეს სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერაც. 32. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფოთის პორტის გავლით შემოტანილი კონტეინერით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საბაჟო საწყობში, რომელიც აკმაყოფილებს „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №471 დადგენილებით გათვალისწინებულ პირობებს.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 31 აგვისტოდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები