„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 26/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 300310000.16.009.016175
18
26/08/2016
ვებგვერდი, 30/08/2016
300310000.16.009.016175
„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №18

2016 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილებაში  (სსმ, III, 26.09.2008, №142, მუხ.1405, სარეგისტრაციო კოდი: 300.310.000.16.009.012.214) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.   დადგენილების    პირველი    პუნქტით    დამტკიცებულ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის საქმიანობის კონტროლის წესების“ (დანართი №1):

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. ანგარიშგება

1. მეწარმე ვალდებულია, კომისიას ყოველწლიურად 1 აპრილიდან 1 მაისამდე წარუდგინოს წლიური ანგარიშგება, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ერთიანი ანგარიშგების ფორმის მოთხოვნის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ფინანსურ ანგარიშს (მათ შორის, გასული წლის საქმიანობის ფინანსურ ანგარიშს, მომავალი წლის სამუშაო გეგმას), ამასთან, ფინანსურ ანგარიშში მოგება-ზარალის უწყისი, ფულადი სახსრების მიმოქცევის უწყისი, ბუღალტრული ბალანსი და კაპიტალის მოძრაობის უწყისი დამოწმებული უნდა იყოს აუდიტორის მიერ;

ბ) ტექნიკურ ანგარიშს (მათ შორის, წარმოების საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის, ავარიების და მათ აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებების შესახებ), რომელიც დამოწმებული უნდა იყოს სათანადო კომპეტენციისა და უფლებამოსილების მქონე პირის მიერ (წარმოების საშუალების ფლობის შემთხვევაში);

გ) კომერციულ ანგარიშს;

დ) მომსახურების ხარისხის ანგარიშს;

ე) გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული შერჩევითი შემოწმების შესაბამის აქტს

(საქართველოს კანონმდებლობით, ასეთი აქტის არსებობის მოთხოვნის შემთხვევაში);

ვ) გაფორმებულ ხელშეკრულებებს (კომისიის მიერ ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში);

ზ) სხვა ინფორმაციას, რომელსაც კომისია საჭიროდ მიიჩნევს.

2.     მეწარმის   მიერ   კომისიისათვის   წარსადგენი  წლიური ანგარიშგება,   ამ   მუხლის   პირველი პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად, შესაბამისი საქმიანობიდან გამომდინარე, დამატებით უნდა შეიცავდეს:

ა) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისთვის – საინვესტიციო პროგრამას და მისი შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს,  ასევე ინფორმაციას წყლის რესურსების საპროექტო და ფაქტობრივი ხვედრითი ხარჯის (მ3 /კვტ.სთ) შესახებ;

ბ) ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებისთვის – ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებებით (მათ შორის, მიმწოდებლის მიერ ბუნებრივი გაზის შესყიდვაზე და მის მიერ სხვა მიმწოდებელსა თუ მომხმარებელზე ბუნებრივი გაზის გაყიდვაზე გაფორმებული   ხელშეკრულებები)     გათვალისწინებული     მოცულობების,     ფასების, ვადების, ბუნებრივი გაზის ხარისხისა და ამ ხელშეკრულებების შესრულების შესახებ ინფორმაციას.

3. წლიური ანგარიშგება კომისიას უნდა წარედგინოს წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებული „ერთიანი ანგარიშგების პირობების“ შესაბამისად. „ერთიანი ანგარიშგების პირობები“ წარმოადგენს წესების შემადგენელ-განუყოფელ ნაწილს.“.

ბ) მე-4 მუხლის მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2.   დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „ლიცენზირების წესების“ (დანართი №2) მე-7 მუხლის:

ა.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ლიცენზიატი ვალდებულია, კომისიას ყოველწლიურად 1 აპრილიდან 1 მაისამდე წარუდგინოს წლიური ანგარიშგება, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ერთიანი ანგარიშგების ფორმის მოთხოვნის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ფინანსურ ანგარიშს (მათ შორის, გასული წლის ფინანსურ ანგარიშს, მომავალი წლის სამუშაო გეგმას, საინვესტიციო პროგრამას და მისი შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს). ამასთან, ფინანსურ ანგარიშში მოგება-ზარალის უწყისი, ფულადი სახსრების მიმოქცევის უწყისი, ბუღალტრული ბალანსი და კაპიტალის მოძრაობის უწყისი დამოწმებული უნდა იყოს აუდიტორის მიერ;

ბ) ტექნიკურ ანგარიშს (მათ შორის, წარმოების საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის, ავარიების და მათ აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებების შესახებ),  რომელიც დამოწმებული უნდა იყოს სათანადო კომპეტენციისა და უფლებამოსილების მქონე პირის მიერ (წარმოების საშუალების ფლობის შემთხვევაში);

გ) კომერციულ ანგარიშს;

დ)  მომსახურების ხარისხის ანგარიშს;

ე) გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული შერჩევითი შემოწმების შესაბამის აქტს

(საქართველოს კანონმდებლობით ასეთი აქტის არსებობის მოთხოვნის შემთხვევაში);

ვ) მათ მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებს (კომისიის მიერ ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში);

ზ) სხვა ინფორმაციას, რომელსაც კომისია საჭიროდ მიიჩნევს.“;

ა.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. წლიური ანგარიშგება კომისიას უნდა წარედგინოს წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებული „ერთიანი ანგარიშგების პირობების“ შესაბამისად. „ერთიანი ანგარიშგების პირობები“ წარმოადგენს ლიცენზირების წესების შემადგენელ-განუყოფელ ნაწილს.“.

3. დადგენილებას მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დამტკიცდეს „ერთიანი ანგარიშგების პირობები“ (დანართი 21).“.

„დანართი 21

ერთიანი ანგარიშგების პირობები

 

1. „ერთიანი ანგარიშგების პირობები“ განსაზღვრავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (შემდგომში „კომისია“) ანგარიშგების წარდგენის წესს, პირობებსა და პროცედურებს.

2. პირმა (შემდგომში „მეწარმე“), რომელიც ახორციელებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობას, კომისიაში ანგარიშგება უნდა წარმოადგინოს კომისიის მიერ დამტკიცებული „ერთიანი ანგარიშგების ფორმების“ შესაბამისად.

3. მეწარმის მიერ კომისიაში ანგარიშგების პერიოდულად წარდგენა ხდება კვარტალურად და წლიურად. კომისიაში კვარტალური ანგარიში (ანგარიშგება) წარმოდგენილ უნდა იქნეს ყოველი კვარტალის დამთავრებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო წლიური ანგარიში (ანგარიშგება) 1 აპრილიდან 1 მაისამდე.

4. კომისიაში გამოგზავნილ ანგარიშგებაში ინფორმაცია უნდა აისახოს საწარმოში მიმდინარე პროცესების მაკონტროლებელი პროგრამებიდან/ჟურნალებიდან. ამასთან მეწარმე ვალდებულია, აწარმოოს იმ პროცესების აღრიცხვა, რომლებიც მოცემულია კომისიის მიერ დამტკიცებული ერთიანი ანგარიშგების ფორმებში, ისე, რომ შესაძლებელი იყოს აღნიშნული პროცესების მაკონტროლებელ ელექტრონულ პროგრამებში ან ჟურნალებში იდენტიფიცირება (საიდენტიფიკაციო ნომრის, რეგისტრაციის ნომრის ან სხვა ფორმის საშუალებით).

5. კვარტალური ანგარიშგება კომისიაში წარდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით, ხოლო წლიური ანგარიშგება, როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით. ელექტრონული ფორმით კომისიაში ანგარიშგების წარდგენა უნდა მოხდეს კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gnerc.org) ატვირთვით ან კომისიაში არსებული ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. კომისიაში ელექტრონული ფორმით ანგარიშების გამოგზავნა ხდება კომისიაში წინასწარ ავტორიზებული პირის მეშვეობით. კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს ანგარიშგების მატერიალური ფორმით წარმოდგენაც.

6. ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით, მეწარმესთან კომუნიკაცია კომისიამ შესაძლებელია განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, ტექსტური შეტყობინების წინასწარ ავტორიზებულ პირ(ებ)თან გაგზავნით.

7. მეწარმის მიერ კომისიაში პერიოდულად წარმოსადგენი ანგარიშები (ასევე სხვა ინფორმაცია, რომლის წარმოდგენა კომისიის მიერ მოთხოვნილ იქნა გარკვეული პერიოდულობით) ასახულ უნდა იქნეს კომისიის მიერ დამტკიცებულ ერთიანი ანგარიშგების ფორმებში. ერთიანი ანგარიშგების ფორმები (ასევე ცვლილების შემთხვევაში  კონსოლიდირებული ვერსია საბოლოო სახით) განთავსებულ უნდა იქნეს კომისიის ვებგვერდზე (www.gnerc.org).

8. „ერთიანი ანგარიშგების პირობები“ წარმოადგენს ამ დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში საქმიანობის კონტროლის წესებისა და ლიცენზირების წესების  შემადგენელ-განუყოფელ ნაწილს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია