„ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის მაჩვენებელთა მონიტორინგის ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 4 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 26/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016173
16
26/08/2016
ვებგვერდი, 30/08/2016
300280000.16.009.016173
„ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის მაჩვენებელთა მონიტორინგის ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 4 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
„ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის მაჩვენებელთა მონიტორინგის ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 4 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №16

2016 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

„ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის მაჩვენებელთა მონიტორინგის ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 4 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების, ასევე 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1

„ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის მაჩვენებელთა მონიტორინგის ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 4 ივნისის №9    დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის    მაჩვენებელთა    მონიტორინგის   ინსტრუქციაში“ (სსმ, №71, 12/06/2009; სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.013.163 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.   მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები:

„ს) საიმედოობის სტანდარტი – ხარისხის მაჩვენებლები, რომლებიც შეესაბამება მომსახურების ხარისხის მინიმალურ დონეს და რომელთა უზრუნველყოფა ლიცენზიატის ვალდებულებაა;

ტ) მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის მაჩვენებლები – ელექტრომომარაგების წყვეტების მაჩვენებლები, რომლებიც შედგება ელექტრომომარაგების გამორთვების საშუალო ხანგრძლივობის ინდექსის (SAIDI), ელექტრომომარაგების გამორთვების საშუალო სიხშირის ინდექსისა (SAIFI) და მიუწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობის  ინდექსისგან  (ENS).“.

2.   21-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის V თავი:

„თავი V

განაწილების ლიცენზიატის მომსახურების საიმედოობის ხარისხის მოთხოვნები“

მუხლი 22. მომსახურების საიმედოობის სტანდარტი

1. საიმედოობის სტანდარტი წარმოადგენს მომსახურების ისეთ სახეს, რომლის შესრულებაც არ არის დამოკიდებული ერთი კონკრეტული მომხმარებლის მიმართ გაწეულ მომსახურებაზე  და  რომლის  შეუსრულებლობის  შემთხვევაში  ლიცენზიატი  არ უნაზღაურებს მომხმარებელს კომპენსაციას. საერთო სტანდარტის შესრულება განისაზღვრება კალენდარული წლის განმავლობაში მომხმარებელთა განუსაზღვრელი რაოდენობისთვის გაწეული მომსახურების პროცენტული მაჩვენებლით.

2. საერთო სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიატის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

მუხლი 23. მოთხოვნები საიმედოობის სტანდარტზე

1. ლიცენზიატმა უნდა შეინარჩუნოს ან გააუმჯობესოს ელექტრომომარაგების საიმედოობის სტარდარტის წლიური მაჩვენებლები.

2.  საიმედოობის სტანდარტის შესასრულებლად ლიცენზიატის საიმედოობის წლიური მაჩვენებლები უნდა იყოს წინა წლის მაჩვენებლების ტოლი ან გაუმჯობესებული (უფრო დაბალი). შესაბამისად, ლიცენზიატი ვალდებულია, არ გააუარესოს საიმედოობის  წინა  წლის  მაჩვენებლები  და  უზრუნველყოს  ამ  მაჩვენებლების გაუმჯობესება.“

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 31 აგვისტოდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია