დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ“ 2008 წლის 18 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 26/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016172 |
|
„ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ“ 2008 წლის 18 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №24 დადგენილებით (სსმ III, 22.09.2008, №140, მუხ. 1384; სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.191) დამტკიცებული „ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების" მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეგულირების საფასურის გადამხდელები ვალდებულნი არიან კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ერთიანი ანგარიშგების ფორმის მოთხოვნის შესაბამისად, კომისიას წარუდგინონ შესაბამისი რეგულირებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, მიმდინარე კალენდარული წლის ფაქტობრივი და მომავალი კალენდარული წლის საპროგნოზო მოცულობების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შესაბამისი რეგულირებადი საქმიანობიდან გამომდინარე მომსახურებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაციას შესაბამისი პროდუქციის ან/და მომსახურების ფასისა და მოცულობების მითითებით. კომისია რეგულირების საფასურს დაიანგარიშებს ამ წესების პირობების გათვალისწინებით, ყოველი წლის 15 სექტემბრამდე კომისიაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით (საწარმოს მიერ მიწოდებულ ერთიან ანგარიშგებაში მოცემულ ინფორმაციაზე ან/და სხვა ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით). აუცილებლობის შემთხვევაში, რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ შესაძლებელია ასევე მოხდეს მონაცემების დაზუსტებაც“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები