„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 422
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2016
ძალაში შესვლის თარიღი 26/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.019487
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
422
26/08/2016
ვებგვერდი, 26/08/2016
010240030.10.003.019487
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/08/2016 - 01/09/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №422

2016 წლის 26 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/11/2013,  010240030.10.003.017464) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) სამინისტროსათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბალანსზე რიცხული/სარგებლობაში გადაცემული ქონების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობა, ასევე მიწოდებული საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, მიწოდებული საქონლის შემოწმება, აგრეთვე კვებითი მომსახურების ხარისხის შემოწმება/კონტროლი.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) უფლებამოსილია მინისტრის პირველ მოადგილეს, მოადგილეებს ან/და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს კომპეტენციის ფარგლებში მიანიჭოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების, მათ შორის, ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების უფლება;“.

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქვეპუნქტი:

„ც) ამტკიცებს უწყებრივი მედლის ნიმუშს.“.

4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1“) თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი;“;

დ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) იურიდიული დეპარტამენტი;“;

ვ) „ს“ და „უ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „გ.ნ“,  „გ.ო“,  „გ.რ“ და „გ.ს“  ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „გ.ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ტ“ ქვეპუნქტი:

„გ.ტ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებასა და ამ მიზნებით  სამინისტროს დანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას და შესრულების მონიტორინგს, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფას.“;

გ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი:

1.ა) უზრუნველყოფს სამინისტროს საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებისთვის პრესრელიზების, საინფორმაციო  და ვიზუალური მასალების მომზადებას და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებას;

1.ბ) უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის სამინისტროს საქმიანობის, მათ შორის, შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას (მიმდინარე რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები, ნატოში ინტეგრაციის პროცესი, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობა, სამხედრო სწავლებები, წვრთნები და სამინისტროს სხვა პრიორიტეტული მიმართულებები) და მედიის მხრიდან საინფორმაციო მხარდაჭერას;

1.გ) უზრუნველყოფს საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების და მედიატურების მოწყობას;

1.დ) ახორციელებს მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციას, რეგისტრაციას და მათ თანხლებას სამინისტროს სისტემაში შემავალ ობიექტებზე ვიზიტისას;

1.ე) უზრუნველყოფს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებას;

1.ვ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარებას;

1.ზ) უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას ნატოში ინტეგრაციისა და ალიანსთან თანამშრომლობის საკითხების შესახებ;“;

დ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1“) თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი:

1.ა) შეიმუშავებს წინადადებებს და მოსაზრებებს თავდაცვის სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით;

1.ბ) უზრუნველყოფს თავდაცვის სისტემის რეფორმების კოორდინაციასა და მონიტორინგს;

1.გ) აფასებს ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს და ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, შეიმუშავებს წინადადებებს თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებებთან დაკავშირებით;

1.დ) შეიმუშავებს ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობის ზოგად მოთხოვნებს, აგრეთვე განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების გრძელ, საშუალო და მოკლევადიან გეგმებს;

1.ე) აფასებს თავდაცვის სისტემის ეფექტიანობას და შეიმუშავებს პოლიტიკასა და გეგმებს თავდაცვის რეფორმებისათვის;

1.ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს თავდაცვის პოლიტიკის, დაგეგმვისა და სტრატეგიულ დოკუმენტებს, კოორდინაციას უწევს მათი შემუშავების/გადასინჯვის პროცესს;

1.ზ) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების პროცესის მხარდასაჭერად კოორდინაციას უწევს დაგეგმვის, თავდაცვის პროგრამების შემუშავების პროცესს და კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში;

1.თ) მონაწილეობს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების უწყებათაშორის სამუშაო ფორმატებში;

1.ი) ახორციელებს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზს პოლიტიკურ-სტრატეგიული, საფინანსო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით;“;

ე) „ე“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) „ვ.გ“-„ვ.თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ზ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) ფინანსების მართვის დეპარტამენტი:

1.ა) შეისწავლის სამინისტროს მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და შეიმუშავებს სამინისტროს საფინანსო პოლიტიკას;

1.ბ) ახორციელებს საერთაშორისო პროგრამების ფინანსურ დაგეგმვასა და შესრულებას;

1.გ) ახორციელებს დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვასა და მისი შესრულების ანალიზს;

1.დ) პასუხისმგებელია სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგებისა და ფინანსური დისციპლინის განმტკიცებისათვის;

1.ე) ოფისისა და გენერალური შტაბის შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე შეიმუშავებს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს;

1.ვ) ახორციელებს სამინისტროსათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბალანსზე რიცხული/სარგებლობაში გადაცემული ქონების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობას;

1.ზ) ახორციელებს სამინისტროს მოთხოვნით/ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, მიწოდებული საქონლის შემოწმებას;

1.თ) ახორციელებს კვებითი მომსახურების ხარისხის შემოწმება/კონტროლს.“;

თ) „ზ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ.ე“ ქვეპუნქტი:

„ზ.ე) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სამინისტროს მიერ დასადები სხვა ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სამართლებრივ უზრუნველყოფას.“;

ი) „ი“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

კ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) იურიდიული დეპარტამენტი:

რ.ა) ახორციელებს სამინისტროში სამართალშემოქმედებით საქმიანობას, მათ შორის, სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

რ.ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის ხელშეწყობას;

რ.გ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა უწყებებთან სამინისტროს ურთიერთობას;

რ.დ) ამზადებს და ვიზირებას უკეთებს მინისტრის და მინისტრის მოადგილეთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

რ.ე) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ ექსპერტიზას უტარებს სამინისტროში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და უწყებებიდან შესული სამართლებრივი აქტების პროექტებს, აგრეთვე სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების, შეთანხმებების და მემორანდუმების პროექტებს და ამზადებს სათანადო დასკვნებს  და რეკომენდაციებს;

რ.ვ) სამინისტროში სისტემაში სამართლებრივი უზრუნველყოფის სფეროში ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი დანაყოფების მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაციას;

რ.ზ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციებს;

რ.თ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში სამინისტროს წარმომადგენლობას და სამინისტროს ინტერესების დაცვას;

რ.ი) სამინისტროს სახელით განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივრებს და ამზადებს გადაწყვეტილებათა პროექტებს.“;

ლ) „ს“ და „უ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 32-ე დღეს.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი