დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №316 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 420 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.019485 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №316 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №316 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 11/07/2016, 010240030.10.003.019381) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/11/2013, 010240030.10.003.017464) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა) სამინისტროს სისტემაში, გარდა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, ერთიანი არასაიდუმლო საქმისწარმოებისა და არქივის მართვას, ხოლო სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში აგრეთვე საიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველყოფას;“. 2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი თებერვლიდან.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები