დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 421 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.019486 |
|
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №314 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/07/2016/, 120340000.10.003.019379) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/11/2013, 010240030.10.003.017465) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი ხელს უწყობს გენერალური შტაბის საქმიანობის კოორდინაციას; ახორციელებს გენერალური შტაბის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, გენერალური შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, ექსპერტიზასა და ვიზირებას; ახორციელებს საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზებას კომპეტენციის ფარგლებში; გენერალური შტაბის საფინანსო და სანივთე უზრუნველყოფას; ადმინისტრაციული შენობის მომსახურებას; ნატოს ქვერეგისტრის ფუნქციონირებას; კოორდინაციას უწევს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას; სპორტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზებას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;“. 2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი თებერვლიდან.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები