„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 260
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 30/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
260
30/12/2009
სსმ, 159, 30/12/2009
000000000.00(0).000.000000
„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №260

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №153, მუხლი 1697) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დადგინდეს დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები:

ა) 2005 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე:

ა.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 45;

ა.ბ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 350 მგ/კგ;

ა.გ) სიმკვრივე 150C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;

ა.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11%;

ბ) 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე:

ბ.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 45;

ბ.ბ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 350 მგ/კგ;

ბ.გ) სიმკვრივე 150C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;

ბ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11%;

გ) 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე:

გ.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48;

გ.ბ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 300 მგ/კგ;

გ.გ) სიმკვრივე 150C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;

გ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11%;

დ) 2012 წლის 1 იანვრიდან:

დ.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48;

დ.ბ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 200 მგ/კგ;

დ.გ) სიმკვრივე 150C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;

დ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11%.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური