დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 202 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/08/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.016887 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №365 ბრძანებით (ვებგვერდი, 05.11.2013, 010320040.22.033.016585) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 41-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება (მათ შორის, ხელძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება). უპირატესობა ენიჭება სახელმწიფო ვალის მართვის სფეროში, ასევე, პროექტების მართვისა და მონიტორინგის ან/და დონორებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას.’’; ბ) მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (მათ შორის, ხელძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება). უპირატესობა ენიჭება სახელმწიფო ვალის მართვის სფეროში, ასევე, პროექტების მართვისა და მონიტორინგის ან/და დონორებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას.’’. 2. 42-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. უპირატესობა ენიჭება სახელმწიფო ვალის მართვის სფეროში, ასევე, პროექტების მართვისა და მონიტორინგის ან/და დონორებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას.’’. 3. 44-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. უპირატესობა ენიჭება სახელმწიფო ვალის მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილებას.’’; ბ) მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. უპირატესობა ენიჭება სახელმწიფო ვალის მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილებას.’’; გ) მე-3 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. უპირატესობა ენიჭება სახელმწიფო ვალის მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილებას.’’. 4. 45-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. უპირატესობა ენიჭება პროექტების მართვისა და მონიტორინგის ან/და დონორებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას.’’; ბ) მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. უპირატესობა ენიჭება პროექტების მართვისა და მონიტორინგის ან/და დონორებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას.’’; გ) მე-3 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. უპირატესობა ენიჭება პროექტების მართვისა და მონიტორინგის ან/და დონორებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას.’’. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები