დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 205 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 26/08/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/08/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016885 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
251 მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) იმ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის/მატერიალური საგნის (მიუხედავად მისი ფორმისა ან ბუნებისა) ტრანსპორტირებისას, რომლის გადაადგილება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“ შესაბამისად, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას.“. |
2.
39-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირს, რომელსაც ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება და შემოსავლების მიმღები პირის შესახებ არაუგვიანეს გადასახადის დაკავების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოსათვის ინფორმაციის წარდგენა, ასეთი ინფორმაცია შესაძლებელია წარდგენილ იქნეს №II-07 დანართის ფორმით.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მაგალითი: „მაგალითი: პირმა, რომელსაც ევალებოდა გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება, განახორციელა განაცემი და არ დააკავა შესაბამისი გადასახადი გადახდის წყაროსთან. აღნიშნულმა პირმა ასევე არ წარმოადგინა საგადასახადო ორგანოში „ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ“. აღნიშნულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ პირს ევალებოდა გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება, იგი ვალდებულია, წარმოადგინოს საგადასახადო ორგანოში „ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ“, მიუხედავად იმისა, რომ მან არ დააკავა შესაბამისი გადასახადი გადახდის წყაროსთან.“; გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
3.
დანართი №II-08 ამოღებულ იქნეს. |
4.
771 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე და უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი შეადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 10 პროცენტის ჯამს.“. |
მუხლი 2 |
1.
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
2.
ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
3.
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები