„სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 412
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/08/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 20/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.019477
412
24/08/2016
ვებგვერდი, 25/08/2016
010220030.10.003.019477
„სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №412

2016 წლის 24 აგვისტო

   ქ. თბილისი

„სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №67 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  01/04/2013, 010220030.10.003.017231) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“-„კ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია შემდეგი მუდმივმოქმედი წევრების შემადგენლობით:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი კომისიის წევრი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ –  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე – კომისიის წევრი;

ეკონომიკური საბჭოს მდივნის – ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი – კომისიის წევრი;

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – კომისიის წევრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი