„ხულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 იანვრის #2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/08/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 02/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.136.016217
25
25/08/2016
ვებგვერდი, 26/08/2016
010250000.35.136.016217
„ხულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 იანვრის #2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

                       2016 წლის 25 აგვისტო

                   დაბა ხულო

„ხულოს  მუნიციპალიტეტის   ორგანოების,  დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის   ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად  გამოქვეყნების  წესისა  და  პროაქტიულად  გამოსაქვეყნებელი  საჯარო  ინფორმაციის ნუსხის  დამტკიცების  შესახებ“  ხულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2016 წლის 28 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
„ხულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 იანვრის №2  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,03.02.2016 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.136.016193)  შეტანილ იქნეს  შემდეგი შინაარსის ცვლილება/დამატება:

1.„ხულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის“ მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ფორმა და წესი

1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება ელექტრონული  ფორმით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტითა და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.

2. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეთხვევებისა.

3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.

4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი.".

2. „ხულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის“ მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ადგილი

1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები უზრუნველყოფენ ნუსხით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ დადგენილ ელექტრონულ რესურსზე/რესურსებზე;

2. ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრირებულ ვებგვერდზე    www.khulo.ge."

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე