ბორჯომის საერთაშორისო ფესტივალის „ხელოვნების ზეიმის“ ტრადიციად დამკვიდრების შესახებ

  • Word
ბორჯომის საერთაშორისო ფესტივალის „ხელოვნების ზეიმის“ ტრადიციად დამკვიდრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 279
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 61, 24/06/2003
სარეგისტრაციო კოდი 450.100.000.05.002.002
  • Word
279
24/06/2003
სსმ, 61, 24/06/2003
450.100.000.05.002.002
ბორჯომის საერთაშორისო ფესტივალის „ხელოვნების ზეიმის“ ტრადიციად დამკვიდრების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 279

2003 წლის 24 ივნისი

. თბილისი

ბორჯომის საერთაშორისო ფესტივალისხელოვნების ზეიმისტრადიციად დამკვიდრების შესახებ

2002 წლის ივლისში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის ლიანა ისაკაძის თაოსნობით წარმატებით გაიმართა ბორჯომის I საერთაშორისო ფესტივალი „ხელოვნების ზეიმი“ და მას დიდი რეზონანსი ჰქონდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ყოველივე ამის გათვალისწინებით:

1. ტრადიციად დამკვიდრდეს ყოველწლიურად ბორჯომის საერთაშორისო ფესტივალის „ხელოვნების ზეიმის“ გამართვა.

2. ბორჯომის II საერთაშორისო ფესტივალი გაიმართოს 2003 წლის 17-26 ივლისს.

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ 2004 წლის აგვისტოში ლიანა ისაკაძის მიერ საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე კანში დაარსდება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი და ორივე ფესტივალი გაიმართება ყოველწლიურად სახელწოდებით ბორჯომი-კანის საერთაშორისო ფესტივალი „ხელოვნების ზეიმი“.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) ბორჯომის II საერთაშორისო ფესტივალის მოსაწყობი ხარჯების ნაწილი 100 000 (ასი ათასი) ლარი (უცხოეთიდან მოწვეულ ფესტივალის მონაწილეთა ჰონორარი, მგზავრობის ღირებულება და საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის საფესტივალო ხარჯები) გაითვალისწინოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო სარეზერვო ფონდიდან.

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ. გაჩეჩილაძე) და ფინანსთა სამინისტრომ ფესტივალის გამართვის 2004 და შემდგომი წლების ყოველწლიური ხარჯები გაითვალისწინონ კულტურის სამინისტროს (ს. გოგიბერიძე) მიერ შემუშავებული და წარმოდგენილი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად.

5. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა თ. მოსიაშვილმა და ბორჯომის რაიონის გამგეობამ (გ. ფოფხაძე) ფესტივალის მაღალორგანიზებულ დონეზე გასამართავად უზრუნველყონ ქალაქ-კურორტის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

6. ეთხოვოს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს (ვ. აზარაშვილი) ბორჯომის კომპოზიტორთა დასასვენებელი სახლისა და საკონცერტო დარბაზის კეთილმოწყობა.

7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ, სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურმა, საქტელერადიომაუწყებლობამ, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა ხელი შეუწყონ ფესტივალის ორგანიზატორებს მის მომზადებასა და სათანადო დონეზე გამართვაში.

ე. შევარდნაძე