დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/445 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016459 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 040030000.22.024.016061, 14/04/2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ჰ13 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ14-ჰ16“ ქვეპუნქტები: „ჰ14. მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევა და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა; ჰ15. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარება და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა; ჰ16. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზიისა და ნებართვის გაცემა.“ ; ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური: ა) უზრუნველყოფს ხარისხის მართვის სისტემის შემუშავებას, დანერგვასა და განახლებას; ბ) განსაზღვრავს ხარისხის მართვის სისტემისათვის საჭირო პროცესებსა და მათ გამოყენებას სააგენტოში; გ) ადგენს ამ მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცესების თანამიმდევრობასა და ურთიერთქმედებას; დ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ხარისხის მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით; ე) შეიმუშავებს რეკომენდაციებს რესურსებისა და ინფორმაციის თაობაზე, რომლებიც აუცილებელია ამ მუხლით გათვალისწინებული პროცესების ფუნქციონირებისა და მონიტორინგის შენარჩუნებისათვის; ვ) ხარისხის მართვის სისტემის შეფასების მიზნით, დადგენილი ინტერვალებით განახორციელებს შიდა აუდიტს და სააგენტოს დირექტორს წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული მონიტორინგის თაობაზე წელიწადში მინიმუმ ერთხელ; ზ) ადგენს მუდმივი გაუმჯობესების გეგმას; თ) ატარებს საზღვაო-საწვრთნელ და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებში მეორე მხარის აუდიტს და აწარმოებს საზღვაო-საწვრთნელი და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების ხარისხის სისტემის რევერიფიკაციას; ი) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“; გ) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ორგანიზებას უწევს და მონაწილეობას იღებს სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო და ქვეყნის შიდა კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში და სხვა ამგვარი სახის ღონისძიებებში.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები