საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის გამო, კანონით განუსაზღვრელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის გამო, კანონით განუსაზღვრელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 60/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 24/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016299
60/2016
24/08/2016
ვებგვერდი, 24/08/2016
010190020.15.008.016299
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის გამო, კანონით განუსაზღვრელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №60/2016

2016 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის გამო, კანონით განუსაზღვრელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

2016 წლის 8 ოქტომბერს ერთდროულად გაიმართება საქართველს პარლამენტის მორიგი და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნები.

საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ არ არის გათვალისწინებული და განსაზღვრული, თუ, როგორ განისაზღვრება საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნები. შესაბამისად, აუცილებელია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განუსაზღვრელი 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნების ჩატარებისათვის კანონით განუსაზღვრელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრა.

წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისას არჩევისთვის ხელის შეწყობის და ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვების მიზნით საარჩევნო სუბიექტები იყენებენ მათთვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით განსაზღვრულ რიგით ნომერს, კერძოდ, რიგით ნომერს გამოსახავენ მათ მიერ დამზადებულ სააგიტაციო მასალაზე და აჩვენებენ პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამაში. რაც მნიშვნელოვანია, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები აღინიშნება საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდზე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი განსაზღვრულია შემდეგნაირად: ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას შემოხაზავს მისთვის სასურველი საარჩევნო სუბიექტის ნომერს.

ამრიგად, ამომრჩევლის მიერ ნების გამოვლენის, საარჩევნო სუბიექტებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების და კენჭისყრის და არჩევნების შედეგების შეჯამების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია ცესკოს დადგენილებით განისაზღვროს  2016 წლის 8 ოქტომბერს ერთდროულად გასამართი არჩევნებისას რიგითი ნომრის განსაზღვრის წესი და საარჩევნო სუბიექტებს მიეცეთ უფლება ისარგებლონ ერთი და იმავე რიგითი ნომრით მათი სურვილის შემთხვევაში.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:


მუხლი 1
ცესკოში რეგისტრირებული პარტია/საარჩევნო ბლოკი, რომლის რიგითი ნომერიც 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის წილისყრით უნდა განისაზღვროს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, სამივე სახის არჩევნებში უფლებამოსილია ისარგებლოს იმ რიგითი ნომრით, რომელიც მას პარლამენტის არჩევნებისათვის წილისყრით მიენიჭება ან სამივე სახის არჩევნებში გამოიყენოს ის რიგითი ნომერი, რომელიც მას ბოლო საერთო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მიენიჭა.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული პარტია საარჩევნო ბლოკი, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე კანონით დადგენილი ვადის ამოწურვის დღიდან, საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე არაუგვიანეს 36-ე დღემდე, ვალდებულია წერილობით მომართოს ცესკოს და აცნობოს მისი  შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე.
მუხლი 3
საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის რეგისტრირებული პარტია/საარჩევნო ბლოკი, რომელიც მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში, მაგრამ არ მონაწილეობდა ბოლო საერთო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, სამივე სახის არჩევნებისათვის მიენიჭება საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის წილისყრით მინიჭებული რიგითი ნომერი.
მუხლი 4
საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის რეგისტრირებული პარტია/საარჩევნო ბლოკი, რომლიც მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში, ასევე მონაწილეობდა ბოლო საერთო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სხვა საარჩევნო ბლოკში და კოდექსით არ აქვს უფლება გამოიყენოს ბლოკისათვის მინიჭებული რიგითი ნომერი, როგორც პარტიას მიენიჭება სამივე სახის არჩევნებისათვის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის წილისყრით განსაზღვრული რიგითი ნომერი.
მუხლი 5
საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე არაუადრეს 36-ე და არაუგვიანეს 30-ე დღემდე, ცესკოში გასამართ წილისყრაში არ მიიღებენ მონაწილეობას ის რიგითი ნომრები, რომლებიც კანონითა და ამ დადგენილების შესაბამისად უკვე არჩეული აქვთ საარჩევნო სუბიექტებს.
მუხლი 6
იმ საარჩევნო სუბიექტების გარდა, ვისაც კანონით მინიჭებული აქვს რიგითი ნომერი, ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტი უფლებამოსილია რიგითი ნომერი გამოიყენოს ცესკოს მიერ შესაბამისი განკარგულების გამოცემის დღიდან.
მუხლი 7
საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისათვის, რიგითი ნომრების პროცედურების დასრულების შემდეგ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებისათვის დადგინდეს რიგითი ნომრის მინიჭების შემდეგი პროცედურა:

საოლქო საარჩევნო კომისიაში რიგითი ნომრის მისანიჭებლად გასამართ წილისყრაში მონაწილეობს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიების/ბლოკებისათვის მინიჭებული ბოლო რიგითი ნომრის მომდევნო იმდენი რიგითი ნომერი, რამდენი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატიც მონაწილეობს სამივე სახის არჩევნებში. კანონით დადგენილი წესით ჯერ რიგითი ნომრები მიენიჭებათ საინიციატივო ჯგუფების მიერ: საპარლამენტო არჩევნებისათვის წარდგენილ ყველა კანდიდატს, შემდეგ გამგებლის/მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის წარდგენილ კანდიდატებს და შემდეგ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს.

მუხლი 8
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6), მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 9
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი