დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 24/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.34.059.016031 |
|
საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი
საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთდროულად გამართვის გამო, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 27 ივლისის N52/2016 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციითა და საარჩევნო კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის განისაზღვროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის შესასრულებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა:
1. საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ უსკოს წევრებს, უსკოს წარმომადგენელებს და უსკოს აპარატის თანამშრომლებს. 2. საუბნო საარჩევნო კომისიები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების დახარისხებას, დათვლას, დალუქვასა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემას ახდენს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებისაგან განცალკევებით საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. საუბნო საარჩევნო კომისია, უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით შედგენილ კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმებს და ასევე შესწორების ოქმებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შედგენისთანავე დაუყოვნებლივ გადაუგზავნის უსკოს. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები