საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ

საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 24/08/2016
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016030
10
24/08/2016
ვებგვერდი, 24/08/2016
010220020.34.059.016030
საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
 

    საქართველო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება №10

2016 წლის 24 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

საოლქო სარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი

საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ


     „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
 საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთდროულად გამართვის გამო, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 27 ივლისის N51/2016 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციითა და საარჩევნო კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის განისაზღვროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის შესასრულებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა:

 1. საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ უსკოს წევრებს, უსკოს წარმომადგენელებს და უსკოს აპარატის თანამშრომლებს.

2. საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ელექტრონული ფორმით უსკოსთვის გადაცემას.

3. მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის უსკოს საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ასლებს, ასევე მიღებული სამართლებრივი აქტების ასლებს.

4. უსკოს აწვდის  ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებთან დაკავშირებით, აგრეთვე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში. 
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონია
კომისიის მდივანისოფიო კახაძე