თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ძირითადი ქონების ინვენტარიზაციის შესახებ

  • Word
თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ძირითადი ქონების ინვენტარიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 278
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 61, 24/06/2003
სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.05.002.002
  • Word
278
24/06/2003
სსმ, 61, 24/06/2003
040.090.000.05.002.002
თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ძირითადი ქონების ინვენტარიზაციის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №278

2003 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

თვითმმართველ ერთეულებისათვის გადასაცემი ძირითადი ქონების ინვენტარიზაციის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების გადაცემის მიზნით:

1. ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებმა – რაიონების (ქალაქის) გამგებლებმა (მერებმა) ერთ კვირაში შექმნან კომისიები სამთავრობო დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოებისა და რაიონებში შემავალი თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

2. კომისიამ ჩაატაროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ობიექტების ინვენტარიზაცია, რომელიც აუცილებელია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ექსკლუზიური უფლებამოსილების განსახორციელებლად. კერძოდ:

ა) ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები ან მათი ის ნაწილები, რომლებიც განკუთვნილია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საქმიანობისთვის;

ბ) შიდა სარგებლობის საავტომობილო გზები, ხიდები, გვირაბები, ნაპირსამაგრი და სხვა საინჟინრო ანალოგიური დანიშნულების ნაგებობები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტები;

გ) ადგილობრივი წყალმომარაგებისა და სამელიორაციო სისტემები;

დ) კეთილმოწყობის ობიექტები: მოედნები, პარკები, მწვანე ნარგავები, შიდა წყლების სანაპიროები, სკვერები, გარე განათების კონსტრუქციები, ბულვარები, ქუჩები, კეთილმოწყობის სხვა ობიექტები და რეკრეაციული ზონები;

ე) კულტურისა და ბუნების ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლები, კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები;

ვ) კომუნალური მეურნეობის ობიექტები, არასაცხოვრებელი ფართობი, ელექტროენერგიის, გაზისა და თბომომარაგების, მყარი ნარჩენების მართვის ადგილობრივი სისტემები;

ზ) ადგილობრივი მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებისა და ადგილობრივი არქივის შენობა-ნაგებობები;

თ) პანთეონები, სასაფლაოები და სარიტუალო მომსახურების სხვა ობიექტები;

ი) იმ იურიდიულ პირთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილები (აქციები), რომელთა საწესდებო კაპიტალში შედის ზემოაღნიშნული ქონება და რომელიც აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ექსკლუზიური უფლებამოსილების განსახორციელებლად;

კ) მოძრავი ქონება, რომელიც საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების მიერ ექსკლუზიური უფლებამოსილების განსახორციელებლად.

3. რაიონების (ქალაქის) გამგებლებმა (მერებმა) ორ თვეში საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს თანდართული ფორმების (დანართი 1,2) მიხედვით წარუდგინონ ინფორმაცია და ინვენტარიზაციის მასალები, უძრავი ქონების ტექნიკური პასპორტები, საკადასტრო და/ან საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, აგრეთვე სხვა ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა აღნიშნული ქონების იდენტიფიკაციისთვის.

4. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტს ოთხ თვეში დასამტკიცებლად წარმოუდგინოს სახელმწიფო საკუთრებიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ქონების ნუსხა.

5. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურმა (ი. ბოჭორიძე).

ე. შევარდნაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

დანართი 1

 

უძრავი ქონების აღწერის ფორმა

 

ბალანსთ-მფლო-ბელი

უძრავი ქონე-ბის დასა-ხელება

მისა-მართი

ექსპლ. შესვ-ლის წელი

საწ-ყისი საბა-ლანსო ღირე-ბულე-ბა

ნარ-ჩენი ღირე-ბულე-ბა

საერ-თო ფართო-ბი კვ.

სასარ-

გებლო ფართო-ბი

სართუ-

ლების რაო-დენობა

სარგებ-

ლობის ფორმებით გაცემული ფართობის რაოდენობა

სარგებ-

ლობის ფორმე-ბით გაცემის თარიღი და ვადა

სამოქ.

კოდექს. გათვალის-წინებული უზრუნველყოფ. საშუალებე-ბი

არის თუ არა შეტანილი საპრივატი-ზაციო ობიექტე-ბის ნუსხაში

შენი-შვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დარათი 2

 

მოძრავი ქონების აღწერის ფორმა

 

 

ბალანსთმფლობელი

მოძრავი ქონების დასახელება

მისამართი (მიწერის ადგილი)

ექსპლ. შესვლის წელი

საწყისი საბალანსო ღირებულება

ნარჩენი ღირებულება

სარგებ-

ლობის ფორმებით გაცემის თარიღი და ვადა

სამოქ. კოდექს. გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10