,,ხიზილალის მწარმოებელი საწარმოების შიდა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 17 აპრილის N197 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 23/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016397
31
23/08/2016
ვებგვერდი, 23/08/2016
360160000.22.023.016397
,,ხიზილალის მწარმოებელი საწარმოების შიდა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 17 აპრილის N197 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №31

2016 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

,,ხიზილალის მწარმოებელი საწარმოების შიდა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 17 აპრილის №197 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,ხიზილალის მწარმოებელი საწარმოების შიდა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 17 აპრილის №197 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 17/04/2015,  360160000.22.023.016320) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.  ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დაევალოს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტს, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ხიზილალის მწარმოებელი  საწარმოების შიდა რეესტრის წარმოება.”.

2. ბრძანებით დამტკიცებულ ,,ხიზილალის მწარმოებელი საწარმოების შიდა რეესტრის წარმოების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. რეესტრს აწარმოებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესუსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 25 აგვისტოდან.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი