„საქართველოს ბავშვთა ფედერაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 აპრილის №139 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ბავშვთა ფედერაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 აპრილის №139 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 275
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 23/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 61, 24/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 07/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.05.002.002613
  • Word
275
23/06/2003
სსმ, 61, 24/06/2003
040.230.000.05.002.002613
„საქართველოს ბავშვთა ფედერაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 აპრილის №139 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №275

2003 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ბავშვთა ფედერაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 აპრილის №139 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„საქართველოს ბავშვთა ფედერაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 აპრილის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში („საკანონმდებლო მაცნე“ №18(25)) შეტა­ნილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის IV, V და VI თავები:

„IV. ფედერაციის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

ფედერაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონი­ერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი.

V. ფედერაციის უფლება-მოვალეობანი

ფედერაციას დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად უფლება აქვს:

ა) განახორციელოს დებულებით განსაზღვრული ამოცანები;

ბ) საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად განსაზღვროს ფედერაციის სახსრების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებები;

გ) საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობით განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:

გ.ა.) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

გ.ბ.) სესხის აღება ფინანსთა სამინისტროს თანხმობით;

გ.გ.) თავდებობა ფინანსთა სამინისტროს თანხმობით;

გ.დ.) საშტატო ნუსხისა და შრომის ანაზღაურების ფონდის განსაზღვრა;

გ.ე.) შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში თანამ­შრომელთა თანამდებობრივი განაკვეთების განსაზღვრა და საორგანიზაციო-ადმინისტრაციული ხარჯების ხარჯთა ნუსხის დამტკიცება;

გ.ვ.) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;

დ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი;

ე) ფედერაცია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს კვარტალური და წლიური ბალანსები და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარატმენტს.

VI. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით .“.

2. დებულების IV, V და VI თავები შესაბამისად გადაინომროს VII და VIII თავებად.

ე. შევარდნაძე