,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/08/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016379
17
22/08/2016
ვებგვერდი, 23/08/2016
010250020.35.162.016379
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №17

2016 წლის 22 აგვისტო

ქ. ახმეტა

 

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება“(www.matsne.gov.ge, 11/08/2014,    010250020.35.162.016243) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ა.ვ) გამგეობის დებულებით დადგენილი წესით ახდენს გამგეობის თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის ,,ა.ა“ - ,,ა.გ“, ,,ბ.ა“ - ,,ბ.გ“, ,,დ.კ“, ,,ე.ვ“ და ,,ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს გამგეობის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

2.დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა.ვ1“ ქვეპუნქტი:

„ა.ვ1) დასახლების საერთო კრების მიერ შესაბამისი წინადადების წარდგენის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარუდგენს შუამდგომლობას დაინტერესებულ პირზე უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირების შესახებ.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი