საქართველოს პარლამენტის საერთო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს პარლამენტის საერთო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 59/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 19/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016298
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
59/2016
19/08/2016
ვებგვერდი, 19/08/2016
010190020.15.008.016298
საქართველოს პარლამენტის საერთო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/08/2016 - 24/08/2016)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება № 59/2016

2016 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს პარლამენტის საერთო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს პარლამენტის საერთო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში:
  1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ცესკოს მიერ რეგისტრირებული  პარტიები/საარჩევნო ბლოკები, რომელთაც სჭირდებათ საარჩევნო რეგისტრაცია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის, კანონით დადგენილ ვადაში მონაწილეობის თაობაზე მხოლოდ პარტიის/საარჩევნო ბლოკის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადებით მიმართავენ ცესკოს.
  2. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის ცესკოს მიერ რეგისტრირებული საერთაშორისო/ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია/საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია (თუ ამავე ოლქის საზღვრებში იმართება რიგგარეშე/შუალედური არჩევნები) და მათი დამკვირვებლები, უფლებამოსილნი არიან ხელახალი რეგისტრაციის გარეშე დააკვირდნენ რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებს.
  3. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის აკრედიტირებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლები, უფლებამოსილნი არიან  რიგგარეშე/შუალედური არჩევნების პროცესში, ხელახალი აკრედიტაციის გავლის გარეშე განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილებანი.
  4. რიგგარეშე/შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო ოლქებისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები ემთხვევა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის შექმნილი საარჩევნო ოლქებისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო  ოლქების საზღვრებს.
  5. რიგგარეშე/შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრები ემთხვევა საქართველოს პარლამენტისათვის შექმნილ შესაბამისი საარჩევნო უბნების საზღვრებს.
  6. რიგგარეშე/შუალედური არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციებს, ასრულებენ საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიები.
  7. რიგგარეშე/შუალედური არჩევნებისათვის საჭირო ამომრჩეველთა სიებს (ძირითადი, სპეციალური/გადასატანი ყუთის) წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის ფორმირებული შესაბამისი სიები.
  8. რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის ფუნქციებს შესაბამის საარჩევნო კომისიებში ასრულებენ ამავე სუბიექტის მიერ იმავე საარჩევნო კომისიებში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის დანიშნული წარმომადგენლები.
  9. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნების მეორე ტურები, თუ იმავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაში შემავალ საარჩევნო ოლქში უნდა გაიმართოს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური, ტარდება ერთდროულად. ხოლო თუ არ იმართება პარლამენტის არჩევნების მეორე ტური, მაშინ რიგგარეშე/შუალედური არჩევნების მეორე ტური, ცესკოს გადაწყვეტილების შესაბამისად იმართება სხვა საარჩევნო ოლქში გასამართ საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურთან/ტურებთან ერთად ან/და საარჩევნო კოდექსით დადგენილ ვადაში.
  10. თუ საარჩევნო უბნის შედეგები/საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედებები საჩივრდება და საჩივრის ავტორი, არ უთითებს რომელი არჩევნების ნაწილში საჩივრდება ქმედება/სამართლებრივი აქტი, ასეთ შემთხვევაში საჩივარზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის განსაზღვრული ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო თუ საჩივარში მითითებულია კონკრეტული არჩევნების სახეობა, მაშინ გადაწყვეტილებას საჩივარზე იღებს, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი საოლქო საარჩევნო კომისია.
  11. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სააგიტაციო მასალების განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილები,  სტენდები და სააგიტაციო შეხვედრებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემული შეხვედრების ადგილები შეიძლება, ასევე გამოყენებული იქნას შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ანალოგიური მიზნებისათვის.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6), მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი