საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 57/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 19/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016296
57/2016
19/08/2016
ვებგვერდი, 19/08/2016
010190020.15.008.016296
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება № 57/2016

2016 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ღ” ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საუბნო საარჩევნო კომისიებმა კენჭისყრამდე არაუადრეს 30-ე (8 სექტემბერი) და არაუგვიანეს მე-20 დღისა (18 სექტემბერი) განახორციელონ ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება, რომელშიც მითითებული იქნება:

1. ამომრჩევლის სახელი, გვარი;

2. დაბადების თარიღი (რიცხვი,თვე, წელი);

3. ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი;

4. საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი, სადაც ამომრჩეველს შეეძლება ხმის მიცემა;

5. ამომრჩევლის მიერ სიაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, საარჩევნო კომისიის ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისათვის განცხადებით მიმართვის ბოლო ვადა.

მუხლი 2
ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება მოხდება შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, იმ პირობით, რომ ბარათების მისამართებზე დარიგებას ახორციელებს კომისიის არანაკლებ 2 წევრი ერთდროულად.
მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული განცხადების საარჩევნო კომისიაში შეტანის, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და მისი განმცხადებლისათვის გაცნობის, ასევე გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 31-ე მუხლის მე-7-მე-10 პუნქტებით.
მუხლი 4
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების ასლი, ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, დაუყოვნებლივ ეგზავნება:

1. შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას;

2. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;

3. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს, მათ ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზებში შესაბამისი ასახვის მიზნით.

მუხლი 5
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული განცხადების იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში წარდგენის ბოლო ვადაა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-16 დღე  (22 სექტემბერი). შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ ამ სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლი დაუყოვნებლივ, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-12 დღისა   (26 სექტემბერი), ეგზავნება ამომრჩეველთა ერთიან სიაში ასახვის მიზნით, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიასა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
მუხლი 6
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ ამ დადგენილების მოთხოვნათა არაჯეროვანი შესრულება განიხილება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 28-ე მუხლით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად.
მუხლი 7
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ამომრჩევლის მონაცემების ბარათის სახეს კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (8 სექტემბერი) ამტკიცებს ცესკო განკარგულებით.
მუხლი 8
დაევალოს ცესკოს საფინანსო დეპარტამენტს, ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების ფინანსური ხარჯების დაფარვა მოახდინოს, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხებიდან.
მუხლი 9
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6), მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 10
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი