„საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 27 ივლისის №51/2016 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 56/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 19/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016295
56/2016
19/08/2016
ვებგვერდი, 19/08/2016
010190020.15.008.016295
„საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 27 ივლისის №51/2016 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №56/2016

2016 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 27 ივლისის №51/2016 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტები შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 27 ივლისის №51/2016 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 28/07/2016, 010190020.15.008.016290) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. „ამომრჩეველთა ერთიანი სიის საუბნო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემა და მისი გამოქვეყნების წესის” მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს პირველი შეკრების დღისა (კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღე (8 სექტემბერი)) გადაეცემა ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია).”.

2. „დოკუმენტაციის მიღება/დახარისხების” პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირები ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირები დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემენ საარჩევნო დოკუმენტაციის ყუთს/ტომარას და მისგან განცალკევებით:

▸კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

▸სარეგისტრაციო ჟურნალს;

▸განცხადებები/საჩივრებისა და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის დალუქულ კონვერტს.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი