„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 169-უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 26/08/2016
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240020.30.056.016057
169-უ.ს.რ.ს.
26/08/2016
ვებგვერდი, 31/08/2016
010240020.30.056.016057
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კ ა ნ ო ნ ი

 

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www.matsne.gov.ge) 29.06.2012, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010240020.30.056.016015) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უსკო უფლებამოსილია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელი პირებისათვის გასცეს მხოლოდ დანამატი უსკოს მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.“.

2. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ1“და „შ2“ ქვეპუნქტები:

„შ1) დადგენილებით ადგენს მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებით წესს;

2) განკარგულებით საარჩევნო პერიოდში ირჩევს უსკოს წარმომადგენლებს, განსაზღვრავს მათი უფლებამოსილებების ფარგლებს (რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ცესკოს წარმომადგენლის უფლებამოსილებებს), დაფინანსების წესსა და ოდენობას.“.

3. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამონაკლის შემთხვევებში (საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულება, საავადმყოფო და სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება, სათნოების სახლი, მიუსაფართა თავშესაფარი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი და სხვა სოციალური მიზნის მქონე დაწესებულება, რომელშიც 50-ზე მეტი ამომრჩეველია) საარჩევნო უბანი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-15 დღისა. ამ პუნქტით განსაზღვრული დაწესებულება, რომელშიც ამომრჩეველთა  რაოდენობა 50-ს არ აღემატება, საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით მიემაგრება მასთან არსებულ უახლოეს საარჩევნო უბანს.“.

4. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საერთო არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დამტკიცებული სპეციალური სიები, იმავდროულად  წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების  სპეციალურ სიებს და ამ სიებში შეყვანილი ამომრჩევლები უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობენ საერთო არჩევნებისათვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესების შესაბამისად.“.

5. 31-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არაუგვიანეს 4 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;“.

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების ის მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება. ამ მოსამსახურეთა სიას ადგენენ შესაბამისი სამხედრო დანაყოფების/ნაწილების მეთაურები ან შესაბამისი დაწესებულებების/დანაყოფების ხელმძღვანელები და გადასცემენ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას:

დ.ა) მორიგი საერთო, რიგგარეშე და შუალედური არჩევნებისას − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა;

დ.ბ) სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა;“.

ა.გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) შუალედური არჩევნებისას, აგრეთვე უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებისას − ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების ის მოსამსახურეები, რომლებიც უმაღლესი საბჭოს ბოლო მორიგი არჩევნებისას შესაბამის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში იქნენ შეყვანილი;“.

ა.დ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეების იმ სამსახურებრივი პირობების ჩამონათვალი, რომლებიც მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, ამ მოსამსახურეთა სიის შედგენისა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემის, მათთვის არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესი და პირობები, აგრეთვე იმ განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ჩამონათვალი და შესაბამის პირთა კატეგორიები, რომლებიც კენჭისყრის დღეს სამუშაო ადგილს ამ პირობების გამო ვერ დატოვებენ, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

12. შესაბამისი სამხედრო დანაყოფის/ნაწილის მეთაური ან შესაბამისი დაწესებულების/დანაყოფის ხელმძღვანელი კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა ცესკოს უგზავნის იმ მოსამსახურეთა სიას, რომლებიც ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში არ იქნენ შეყვანილი და უფლებამოსილი არიან, ხმა მისცენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.“.

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლები მონაწილეობენ:

ა) როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ ისინი ადგილსამყოფელს იცვლიან ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე;

ბ) უმაღლესი საბჭოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, ისინი ხმას აძლევენ სხვა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.“.

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლები, რომლებიც უმაღლესი საბჭოს არჩევნებისას, კენჭისყრის დღეს განთავსებული არიან:

ა) შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისათვის მუდმივი წესით, არჩევნების დღემდე არანაკლებ 6 თვით და არჩევნების დღიდან სულ მცირე 6 თვით ან მეტი ვადით, მონაწილეობენ როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში;

ბ) მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე ნაკლები ვადით, მონაწილეობენ უმაღლესი საბჭოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, ხოლო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი დისლოკაციის ადგილი იმ საარჩევნო ოლქის საზღვრებშია, რომელშიც ისინი არიან რეგისტრირებულები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“.

ე) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში. გამონაკლისია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ამომრჩევლები, რომელთა შესახებ მონაცემები ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ფოტოსურათების გარეშე შეიტანება, აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ამომრჩევლები, რომელთა შესახებ მონაცემები ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიძლება ფოტოსურათების გარეშე იქნეს შეტანილი. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ასევე მონაცემები ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ამომრჩეველთა მიერ შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე სამსახურის დაწყებისა და დასრულების თარიღების შესახებ.“. 

6. 35-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადებას უნდა დაერთოს პარტიის რეგისტრაციის მოწმობა და წესდება, ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლები (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პარტია რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლის საფუძველზე, განცხადებას უნდა დაერთოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დამოწმებული დოკუმენტი).“.

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

7.  მე-40 მუხლის  მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი:

ა) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან;

ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი;

გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი.“.

8. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 42. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება

1. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი წარმდგენი პარტიის აკრძალვის შემთხვევაში;

გ) თუ გაუქმდა მისი წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია ამ კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, ან თუ გაუქმდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე;

დ) თუ იგი გარდაიცვალა;

ე) ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ რეგისტრაციაში არ გატარდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, ან თუ გაუქმდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია;

გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფიდან ყველა წევრის გასვლის შემთხვევაში.“.

9. 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არჩევნების დასახელება, საარჩევნო სისტემა (პროპორციული, მაჟორიტარული);“.

10.  65-ე მუხლის:

ა)  პირველი და მე-2 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უსკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, თავის სხდომაზე აჯამებს უმაღლესი საბჭოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს, საჭიროების შემთხვევაში ნიშნავს არჩევნების მეორე ტურის დღეს და ადგენს არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, თუ დაინიშნა არჩევნების მეორე ტური, ხოლო თუ არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა – ადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს; თუ არჩევნების მეორე ტური დაინიშნა, მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა ადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

2. უსკო აჯამებს არჩევნების შედეგებს და ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც აღინიშნება:

ა) ამომრჩეველთა რაოდენობა;

ბ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა;

გ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

დ) საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობები;

ე) არჩეული პირის (პირების) ვინაობა.“.

ბ) მე-16 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. განმეორებითი კენჭისყრა შეიძლება დაინიშნოს არჩევნების როგორც პირველი ტურის, ისე არჩევნების მეორე ტურის შემდეგ. განმეორებითი კენჭისყრა იმართება, შესაბამისად, პირველი ან მეორე ტურიდან 2 კვირის ვადაში. უსკო უფლებამოსილია განმეორებითი კენჭისყრის გამართვა საუბნო საარჩევნო კომისიის იმავე ან სხვა შემადგენლობას დაავალოს.“.

გ) მე-20  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა და ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა; ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამური რაოდენობა; ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების პროცენტი და მიღებული მანდატების რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა და არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები.“.

დ) მე-20  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 და 202  პუნქტები:

„201. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა და არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები; განმეორებითი კენჭისყრის თარიღი, თუ დაინიშნა განმეორებითი კენჭისყრა, აგრეთვე იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა; იმ საარჩევნო ოლქების ნომრები, რომლებშიც ხელახალი არჩევნები დაინიშნა, და ხელახალი არჩევნების თარიღი;

ბ) ყოველი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა და ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა; თუ განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა, არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის ვინაობა, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა და პროცენტი; არჩევნების მეორე ტურის გამართვის თარიღი, თუ დაინიშნა მეორე ტური, აგრეთვე მეორე ტურში გასულ კანდიდატთა ვინაობა და მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობები და პროცენტები.

202. არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა და ყოველი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა არ გამართულა, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქების ნომრები, რომლებშიც ხელახალი არჩევნები დაინიშნა, და ხელახალი არჩევნების თარიღი; პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მიღებული ხმების პროცენტი და მიღებული მანდატების რაოდენობა; წარმდგენ საარჩევნო სუბიექტთა მიხედვით დალაგებული არჩეულ უმაღლეს საბჭოს წევრთა სია, მათი პარტიული კუთვნილებისა და მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის (თუ ასეთ ოლქებში იქნენ არჩეული) მითითებით.“.

11. 66-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში უმაღლესი საბჭოს წევრი ვერ აირჩა, უსკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა. მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ 2-ზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან 1 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ერთნაირი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული კანდიდატი მონაწილეობს.“.

12. 67-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებმაც უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 2 პროცენტისა. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიები უცვლელი რჩება. მათში ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით.“.

13. 73-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“.

მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე

 

ჩაქვი,

26 აგვისტო 2016 წ.

N169-უ.ს.რ.ს.