დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 14 ივლისის N91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 120 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016714 |
|
„ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 14 ივლისის #91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 14 ივლისის #91 ბრძანებაში (სსმ, 100110000.22.038.016685, 15/07/2016) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები: „8) დაწესებულება/სამმართველო ვალდებულია გაუფრთხილდეს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებულ ნივთებს (ნაკეთობებს) და შეინახოს იმგვარად, რომ არ მოხდეს ნივთის (ნაკეთობის) დაზიანება. ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) დაზიანების შემთხვევაში ბრალდებული/მსჯავრდებული უფლებამოსილია მოითხოვოს მატერიალური ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. დაწესებულებაში ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) შენახვაზე პასუხისმგებელი პირები განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო სამმართველოში – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7 1. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინიტროში შემოსული ნივთის (ნაკეთობის) ფოტოგრაფირებას, ხოლო სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი უზრუნველყოფს ნივთის (ნაკეთობის) ოფიციალურ ელექტრონულ რესურსზე (online.moc.gov.ge) განთავსებას, ნივთის ღირებულების, აღწერილობისა და მისი შესყიდვის წესის მითითებით. 2. გასაყიდი ნივთი (ნაკეთობა) შესაძლოა გამოიფინოს სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ადგილზე. 3. სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი უზრუნველყოფს ოფიციალური ელექტრონული რესურსის (online.moc.gov.ge) ტექნიკურ მომსახურებას და მასზე განთავსებული ინფორმაციის განახლებას.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები