„მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ივნისის №264 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 400
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.019465
400
16/08/2016
ვებგვერდი, 18/08/2016
010110020.10.003.019465
„მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ივნისის №264 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №400

2016 წლის 16 აგვისტო

   ქ. თბილისი

„მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ივნისის №264 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ივნისის №264 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2016, 010110020.10.003.019329) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  31 მუხლი:

„მუხლი 31

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:

ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის დამტკიცებულ პროგრამულ კლასიფიკაციას დაამატოს პროგრამული კოდი - „სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში“ (პროგრამული კოდი – 35 02 04 );

ბ) „სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში“ პროგრამისათვის  საჭირო ასიგნების გათვალისწინების მიზნით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

2. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა წლიური საბიუჯეტო კანონით „სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში“ პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის  დანამატის გაცემის წესისა და პირობების“:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) სახელმწიფო პენსიის მიმღები მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისათვის;“;

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, როგორც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონებსა და დადგენილებაშია მოცემული, თუ ამ წესში სხვა რამ არ არის მითითებული.“;

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. დანამატის დანიშვნა, გაცემა, შეჩერება, შეწყვეტა, განახლება და გადაანგარიშება

1. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის დანამატის დანიშვნას და გაცემას სააგენტო უზრუნველყოფს ავტომატურად, დაინტერესებული პირის მიერ დანამატის დანიშვნის თაობაზე განცხადებით მიმართვის გარეშე.

2. თუ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სერვისების განვითარების სააგენტო) მიერ წარმოებულ მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის მიხედვით, პირს მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, სააგენტოს მიერ, შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება დანამატის დანიშვნა.

3. სააგენტო დანამატის დანიშვნასა და გაცემას უზრუნველყოფს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და აანაზღაურებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების/აღდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

4. დანამატი გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო პენსიასთან/სოციალურ პაკეტთან ერთად.

5. დანამატის ადმინისტრირება, ამ წესით დადგენილი დებულებების გათვალისწინებით, ხორციელდება სახელმწიფო პენსიის/სოციალური პაკეტის ადმინისტრირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სახელმწიფო პენსიის/სოციალური პაკეტის მიუღებელი თანხის ანაზღაურების ნაწილში.

6. სახელმწიფო პენსიის/სოციალური პაკეტის შეჩერება, შეწყვეტა ავტომა­ტურად იწვევს დანამატის შეჩერებას, შეწყვეტას.

7. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, დანამატის შეწყვეტა ხორციელდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

8. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეწყვეტის შემდეგ სტატუსის აღდგენის (განმეორებით მინიჭება) შემთხვევაში, დანამატის დანიშვნა და გაცემა განხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც დანამატის შეწყვეტასთან ერთად ან შემდგომ პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო პენსიის/სოციალური პაკეტის შეწყვეტა, დანამატის დანიშვნა და გაცემა განხორციელდება სახელმწიფო პენსიის/სოციალური პაკეტის დანიშვნისა და გაცემის დროს, მიუხედავად მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის განმეორებით მინიჭების გადაწყვეტილების მიღების თარიღისა.

9. დანამატის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, შეწყვეტის წყაროა სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს.

10. დანამატის გადაანგარიშება ავტომატურად განხორციელდება სახელმწიფო პენსიის/სოციალური პაკეტის ოდენობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად.

11. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატის მიმღებ პირებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი