დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 399 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.10.003.019464 |
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2016 წლის 15 აპრილის №4966-IIს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 010240060.10.003.016668) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი: „101. დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში სახელის ცვლილების კანონიერად აღიარების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების განაცხადის შეტანიდან: ა) მე-10 სამუშაო დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი; ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი.“. 2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში სახელის ცვლილების კანონიერად აღიარების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი;“. 3. მე-8 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-9-101 პუნქტებით, მე-12 და მე-13 პუნქტებითა და მე-5 მუხლის „დ“-„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის (გარდა დაჩქარებული მომსახურების საფასურისა) გადახდისაგან თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით გადაადგილებულად – დევნილად ცნობილი პირი.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ დანართის მე-2 მუხლის 101 პუნქტის, მე-12 პუნქტისა და მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის (გარდა დაჩქარებული მომსახურების საფასურისა) გადახდისაგან თავისუფლდებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახის წევრები, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 001-ს.“; გ) მე-19 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 პუნქტი: „191. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 21 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და 35-ე პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიუსაფარი ბავშვისათვის ან/და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნისთვის დოკუმენტის გაცემის მოთხოვნით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვის შემთხვევაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები