დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.150.016104 |
|
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს სწაარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე (დანართი №1), სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში. |
| მუხლი 2 |
1. მუნიციპალიტეტის კულტურულ-ეკონომიკური ინტერესების, ცალკეული არქიტექტურული ობიექტების იერსახისა და მათი მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულებების დაცვის მიზნით საარჩევნო პლაკატების გაკვრა აიკრძალოს ასევე დანართ №2-ში განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე. |
| მუხლი 3 |
1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა. |
| მუხლი 4 |
1. სპეციალური სტენდების გარდა, პლაკატების გაკვრა დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე, ა/სადგურთან მდებარე ბანერებზე, კომერციულ სავაჭრო ნაგებობებზე მეპატრონესთან შეთანხმებით. |
| მუხლი 5 |
1. ამ დადგენილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 (ერთ) ცალი საარჩევნო პლაკატი, ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი). |
| მუხლი 6 |
1. ამ დადგენილების პირველი მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, საარჩევნო პლაკატის გაკვრა დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ყველა ობიექტზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით. |
| მუხლი 7 |
1. ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
| მუხლი 8 |
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე 1. მართლმადიდებლური ეკლესია - მე-19 რიგი
დანართი №2 აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა 1. ა(ა)იპ - ახალგორის მუნიციპალიტეტის წეროვანის დევნილთა დასახლების სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების შენობაზე; 2. ა(ა)იპ - ახალგორის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის შენობაზე; 3. ა(ა)იპ - ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების წეროვანის დევნილთა დასახლების ახალგაზრდული სახლის შენობაზე; 4. ა(ა)იპ - ახალგორის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანების შენობაზე; 5. ა(ა)იპ - ახალგორის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის შენობაზე; 6. ა(ა)იპ - ახალგორის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრის შენობაზე - კოტეჯი №764; 7. ა(ა)იპ - ახალგორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობაზე - კოტეჯი №1479.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები