კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

  • Word
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/255
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მიღების თარიღი 11/08/2016
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/255
11/08/2016
ვებგვერდი, 17/08/2016
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს

გენერალური დირექტორის

ბრძანება №2/255

2016 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის

მინიჭების თაობაზე

 

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს.

2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

3. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4).

 

 გენერალური დირექტორი                                                          ნიკოლოზ ანთიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №1

 

ფოტო

სახელწოდება

 

ადგილმდებარეობა

სახეობა

თარიღი

1.

 

ქარის საყდარი

 

კასპის მუნიციპალიტეტი

სოფ. საკორინთლო

 

არქიტექტურის

 

XVIII საუკუნე

2.

_MG_6422

 

ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

 

კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. საკორინთლოს მიმდებარედ, სასაფლაოზე

 

 

არქიტექტურის

 

გვიანი შუა საუკუნეები

 

3.

 

,,ჭოროკნის წმ. გიორგი“

 

კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჭყოპიანი

 

არქიტექტურის

 

XV–XVI სს.

4.

 

ბაგირგზა „პერევისა-ქალაქი“

ქ. ჭიათურა, ნინოშვილის ქ. (ქ. ჭიათურა), ფანცულაიას ქ. (სოფელი პერევისა)

 

არქიტექტურის / საინჟინრო

 

1952-1953 წწ.

5.

 

კახაბერ გულედანის კოშკი

 

მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფ. ლენჯერი

 

არქიტექურის

 

გვიანი შუა საუკუნეები

 

6.

ორგორები (დედოფლის გორა)

 

ქარელის მუნიციპალიტეტი, ბრეთის საკრებულო, სოფელი დოღლაური

(დანართი №2-ით დადგენილ საზღვრებში)

არქიტექტურის / არქეოლოგიური

ქ.წ. 4000 წლიდან ქ.შ. VI საუკუნე

 

 

 დანართი №2

ორგორები (დედოფლის გორა) - ძეგლის საზღვარი


GPშკოორდინატები: 1)42° 2'43.81"N, 43°51'47.94"E; 2) 42° 2'43.86"N, 43°51'40.35"E; 3) 42° 2'46.24"N, 43°51'36.61"E; 4) 42° 2'49.23"N, 43°51'33.65"E; 5) 42° 2'53.79"N, 43°51'21.24"E; 6) 42° 2'58.23"N, 3°51'17.28"E; 7) 42° 2'59.58"N, 43°51'28.09"E; 8) 42° 3'4.34"N, 43°51'32.79"E; 9) 42° 3'4.15"N, 43°51'39.46"E; 10) 42° 2'57.79"N, 43°51'39.55"E; 11) 42° 2'57.67"N, 43°51'48.24"E; 12) 42° 2'47.31"N, 43°51'49.89"E.

Screen Shot 2016-06-10 at 1.30.50 PM.png