დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.141.016184 |
23
16/08/2016
ვებგვერდი, 17/08/2016
010250050.35.141.016184
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
|
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 მარტის №8 დადგენილებაში (www. Matsne.gov.ge, 10/03/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.141.016169) და დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 851 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად“. |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის სათაურში „ასპინძის მუნიციპალიტეტის“ ნაცვლად ჩაიწეროს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის“. |
| მუხლი 3 |
შევიდეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება ხდება ინფორმაციის ელექტრონულ რესურსებზე განთავსებით, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით“. |
| მუხლი 4 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები