„წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ" ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ" ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/08/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190020.35.141.016183
22
16/08/2016
ვებგვერდი, 17/08/2016
010190020.35.141.016183
„წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ" ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2016 წლის 16 აგვისტო

ქ. ახალქალაქი

 

,,წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან)  დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ’’ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს  კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/08/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.35.141.016182)  და დადგენილების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“, „32“ პუნქტები:

„31. ამ დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებში საარჩევნო სუბიექტებმა უზრუნველყონ საკუთარი  სააგიტაციო მასალების გამოკვრა  და გამოფენა იმ ფორმით, რომ დაცულ იქნეს წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბარი შესაძლებლობა, ისარგებლოს სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად განკუთვნილი ადგილებით;

„32. ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ადგილებში საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა დგინდება შესაბამისი ადგილის ფართობის გათვალისწინებით.“.

2. დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„4. ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ადგილებში საარჩევნო სუბიექტს

უფლება აქვს გააკრას საარჩევნო პლაკატი შემდეგი ზომით: სიგრძე არაუმეტეს 60  სმ, სიგანე არაუმეტეს 42 სმ (A2 ფორმატი).“.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჰამლეტ მოვსესიანი