დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1641 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022016 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1641
2016 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელების მიზნით, სს „საქართველოს რკინიგზას“ ეთხოვოს:
ა) ქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის №497 განკარგულების შესაბამისად მომზადებული საპროექტო-საინჟინრო კვლევის საფუძველზე წარდგენილ თბილისის შემოვლითი რკინიგზის გაუმჯობესებულ პროექტზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ამ განკარგულების მიღებიდან 4 (ოთხი) თვის ვადაში;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროექტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასრულება ამ განკარგულების მიღებიდან არა უგვიანეს 22 თვის განმავლობაში;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო ჯგუფთან“ 2010 წლის 14 ივნისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
2. სს „საპარტნიორო ფონდმა“ და სს „საქართველოს რკინიგზამ“ უზრუნველყონ, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვოს, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები