სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1635
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022012
  • Word
1635
04/08/2016
ვებგვერდი, 17/08/2016
000000000.00.003.022012
სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1635

2016 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სს „საპარტნიორო ფონდს“:

ა) არსებითად წარმოდგენილი ფორმით გააფორმოს ქვემოთ მოცემული გარიგებები:

ა.ა) წილის ნასყიდობის შესახებ (გარიგებას თან ერთვის დანართები, მათ შორის, წესდება);

ა.ბ) წილის შენარჩუნების შესახებ;

ა.გ) ესქროუ (ESCROW) ანგარიშის შესახებ;

ა.დ) Process Agent-ის დანიშვნის შესახებ.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ განკარგულების გამოცემის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია (გარდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტისა) და ინფორმაცია მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                         გიორგი კვირიკაშვილი