დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 500,000,000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში, იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი არასაპროექტო გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების ვადის გახანგრძლივების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1631 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022008 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1631
2016 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 500,000,000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში, იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი არასაპროექტო გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების ვადის გახანგრძლივების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 500,000,000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით 2015 წლის 10 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში, იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი არასაპროექტო გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების ვადის გახანგრძლივების თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აწარმოოს კონსულტაციები იაპონურ მხარესთან, „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 500,000,000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმების ფარგლებში, იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი არასაპროექტო გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების ვადის 2017 წლის 24 მარტამდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები