დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული შპს „პერსპექტივას“ მიერ მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის დასამზადებლად საჭირო საქონლის (ნედლეული, მაკომპლექტებელი ნაწილები - დეტალები და სხვა)/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1629 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022006 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1629
2016 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული შპს „პერსპექტივას“ მიერ მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის დასამზადებლად საჭირო საქონლის (ნედლეული, მაკომპლექტებელი ნაწილები – დეტალები და სხვა)/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებულმა შპს „პერსპექტივამ“ (ს/კ: 404924276), „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 მარტის №473 განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის დასამზადებლად საჭირო საქონლის (ნედლეული, მაკომპლექტებელი ნაწილები – დეტალები და სხვა)/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, 2016 წლის განმავლობაში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, არა უმეტეს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები