სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1624
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022001
1624
04/08/2016
ვებგვერდი, 18/08/2016
000000000.00.003.022001
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1624

2016 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი)  ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-2 პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 ივლისის №5/38978 გადაწყვეტილება ქალაქ ახალციხეში, პარკის ტერიტორიაზე მდებარე 36.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა – ობიექტი №1-ის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №62.09.58.380) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                                                                                    გიორგი კვირიკაშვილი