„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „როიალ დეველოფმენთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 აგვისტოს №1769 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1621
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022000
  • Word
1621
04/08/2016
ვებგვერდი, 18/08/2016
000000000.00.003.022000
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „როიალ დეველოფმენთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 აგვისტოს №1769 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1621

2016 წლის 4 აგვისტო 

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „როიალ დეველოფმენთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 აგვისტოს №1769 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „როიალ დეველოფმენთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 აგვისტოს №1769 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით :

ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება;

ბ.ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურთან ან/და სხვა შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებასთან მისასვლელი, არანაკლებ 1000 (ერთი ათასი) მ სიგრძის ასფალტისსაფარიანი გზის მოწყობა;

ბ.გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, არანაკლებ 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.“.

2. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „როიალ დეველოფმენთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 აგვისტოს №1769 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველყოფის მიზნით, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „როიალ დეველოფმენთმა“ (ს/ნ: 405067699) წარადგინოს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „როიალ დეველოფმენთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 აგვისტოს №1769 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის არანაკლებ 1%-ის ოდენობის ახალი ან ვადაგაგრძელებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას აღემატება არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                 გიორგი კვირიკაშვილი